რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის გენერალური დირექტორი - საქართველო რუკაზე საერთოდ არ ჩანს და საერთოდ რატომ გაქვთ პრეტენზიები
რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის გენერალური დირექტორი - საქართველო რუკაზე საერთოდ არ ჩანს და საერთოდ რატომ გაქვთ პრეტენზიები

რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის გენერალურმა დირექტორმა, მარკ გლუხოვსკიმ, პირველ არხთან ხანტი მანსიისკის დელეგაციის მიერ დარიგებულ რუკებზე კომენტარი გააკეთა. გლუხოვსკიმ დიზაინერის შეცდომის გამო ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ რუკის მომზადების დროს პატარა ქვეყნის ტერიტორიებისთვის ყურადღება არავის მიუქცევია.

„ეს არის დიზაინერის შეცდომა. მაჩვენეთ რუკა, სად არის. ბოდიშს ვიხდით დიზაინერის შეცდომის გამო. რუკები უკვე დარიგებულია და მის შეცვლას აზრი აღარ აქვს, ხვალ ოლიმპიადა უკვე სრულდება. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. ჩვენ აქ ჭადრაკის გამო შევიკრიბეთ და არა პოლიტიკური განცხადებებისთვის. რუკის მომზადების დროს ყურადღება პატარა ქვეყნის ტერიტორიებისთვის არავის მიუქცევია. ეს არ იყო გამიზნული ქმედება. საქართველო რუკაზე საერთოდ არ ჩანს და საერთოდ რატომ გაქვთ პრეტენზიები. ეს ჭადრაკის საერთაშორისო რუკაა. პოლიტიკური რუკა არ არის.“ – თქვა გლუხოვსკიმ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ საგანგებო განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ეწერა, რომ ხანტი მანსიისკიდან ჩამოსულმა დელეგაციამ სასაჩუქრე ჩანთები დაარიგა, რომელშიც მინიატურული ზომის გასაშლელი რუკა იდო. რუკაზე საქართველო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების გარეშე იყო დატანილი.