43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა - მეათე ტურის წინ
43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა - მეათე ტურის წინ

ბათუმში, საჭადრაკო ოლიმპიადაზე, დღეს ბოლოს წინა- მეათე ტურის პარტიები გაიმართება. საქართველოს ქალთა პირველი ნაკრები – ჩეხეთის, მეორე -იტალიის, ხოლო მესამე გუნდი – ესტონეთის ნაკრების მეტოქე იქნება.

9 ტურის შემდეგ, საქართველოს ქალთა პირველი ნაკრები – 14 ქულით, სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა. 12 ქულით – 15-ე საფეხურზეა საქართველოს მეორე ნაკრები, ხოლო მესამე გუნდი –  11 ქულით 37-ე პოზიციაზეა.

რაც შეეხება ვაჟებს – საქართველოს პირველი და მეორე ნაკრების წევრებმა 12-12 ქულა მოაგროვეს და პირველი 20-ე, მეორე კი 25-ე ადგილზეა. მესამე ნაკრები 11 ქულით 52-ეა.

დღეს, მეათე ტურში, საქართველოს პირველი გუნდი – ეგვიპტის, მეორე – არგენტინის, მესამე კი ირანის ნაკრების მეტოქეა.