მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა დასასრულს უახლოვდება
მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა დასასრულს უახლოვდება

დღეს, 20:00 საათზე, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის დახურვის საზეიმო ცერემონიალი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ქართველი და უცხოელი შემსრულებლები მიიღებენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონცერტის მონაწილეებს შორის ცნობილი ჩილელი კომპოზიტორი, მომღერალი და არტისტი – იუგაც იქნება.

მანამდე კი, დილის 11:00 საათიდან, ბოლო ტურის პარტიები დაიწყო.

საქართველოს პირველი ნაკრები, ბოლო ტურის წინ, 15 ქულით მეექვსე ადგილზეა, 14 ქულა აქვს და მე-11 პოზიციაზეა საქართველოს მეორე ნაკრები, მესამე გუნდის წევრები კი 13 ქულით 29-ე ადგილზე არიან. დღეს საქართველოს ქალთა პირველი ნაკრები სომხეთის, მეორე ჩეხეთის, ხოლო მესამე ირანის გუნდის წინააღმდეგ ითამაშებენ.

რაც შეეხებათ ვაჟებს, საქართველოს პირველი და მეორე გუნდის წევრებმა ეგვიპტის და არგენტინის ნაკრებებთან ყაიმით 2:2 ითამაშეს. საქართველოს მესამე ნაკრებმა ირანის გუნდს 2,5:1,5 მოუგო.

ბოლო, მე-11 ტურში, საქართველოს ვაჟთა პირველი ნაკრები ესპანეთის, მეორე ირანის, მესამე კი სინგაპურის მეტოქე იქნება.