საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებმა დევისის თასზე წარმატებით იასპარეზა #1TVSPORT
საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრებმა, საბა ფურცელაძემ, სანდრო მეტრეველმა, ზურა ტყემალაძემ და ალექსანდრე ბაკშიმ, კაპიტან დავით კვერნაძესთან ერთად, ბოლივიის ნაკრების წინააღმდეგ გამართული ოთხი მატჩიდან ოთხივე მოიგეს და მეორე ლიგის პლეი ოფში ადგილი შეინარჩუნეს.
9 თებერვალს ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციაში წილისყრა ჩატარდება და გაირკვევა, ვის დაუპირისპირდება საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრაში, სადაც პირველი ლიგის პლეი ოფის საგზური გათამაშდება.