საქართველოს თასის პირველი ეტაპის წილისყრა გაიმართა #1TVSPORT
საქართველოს თასის პირველი ეტაპის წილისყრა გაიმართა #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების პირველი ეტაპის წილისყრა გაიმართა.

წილისყრაში მონაწილეობა ლიგა 3-ის, ლიგა 4-ისა და რეგიონული ლიგის გუნდებმა მიიღეს. გასული სეზონის მსგავსად, საქართველოს თასის გათამაშებაში მონაწილეობს მოყვარულთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული „ბასა“, რომელიც ასპარეზობას პირველი ეტაპიდან დაიწყებს.

ტურნირეზე მონაწილე 39 გუნდიდან ერთმა, სოხუმის „ცხუმმა“, როგორც წილისყრის მიმდინარეობისას ამოსულმა ბოლო გუნდმა, ავტომატურად მიიღო მეორე ეტაპის საგზური, ხოლო დარჩენილი 38 გუნდი 19 გამარჯვებულს გამოავლენს.

დებულების თანახმად, წყვილებში საუკეთესოს ერთი მატჩი გაარკვევს. თასის პირველი ეტაპის მატჩები 13 მაისს გაიმართება.

მეორე ეტაპზე გასულ 20 გუნდს ეროვნული ლიგა 2-ის ოთხი გუნდი – „დინამო თბილისი 2“, „კოლხეთი 1913“, ხობის „კოლხეთი“ და „ვიტ ჯორჯია“ დაემატება. მეორე ეტაპის მატჩები 27 მაისს შედგება.

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეთექვსმეტედფინალური ეტაპის თამაშები 22-23 ივლისს ჩატარდება, ხოლო მერვედფინალური მატჩები – 29-30 ივლისს.