საქართველოს თასის მეოთხედფინალის წილისყრა გაიმართა

16:28, 21.09.2020

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა ისე გაიმართა, რომ ჯერ ყველა მერვედფინალური შეხვედრა არ ჩატარებულა.

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებენ ეროვნული ლიგის შვიდი, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ორი და ლიგა 3-ის ერთი გუნდი.

წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

 

1/4 ფინალი

 

შაბათი, 26 სექტემბერი

სამგურალი“ – „თელავი“

15:00. წყალტუბო – 26 მაისი (სტადიონი)

 

კვირა, 27 სექტემბერი

„გაგრა“ – „დილა“

15:00. თბილისი – ტექნიკური ცენტრი ბასა (სტადიონი)

 

თარიღი დგინდება

„საბურთალო”/„დინამო” თბ – „ტორპედო”

„თბილისი სითი” – „ჩიხურა”/„ლოკომოტივი”

 

დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრები 26-28 სექტემბერს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.

მსგავსი