წილისყრა ფეხბურთის ფედერაციაში - საქართველოს თასზე პირველი ეტაპის წყვილები ცნობილია
წილისყრა ფეხბურთის ფედერაციაში - საქართველოს თასზე პირველი ეტაპის წყვილები ცნობილია

ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა გაიმართა.

​წილისყრაში მონაწილეობდა ლიგა 4-დან 16 გუნდი, ხოლო ლიგა 3-ის და ეროვნული ლიგა 2-ის 10-10 წარმოამდგენელი. დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი პირველი ეტაპის მატჩებით 22 აგვისტოს დაიწყება.

პირველი ეტაპის 18 გამარჯვებულთან ერთად, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეორე ეტაპზე ეროვნული ლიგის ის 6 გუნდი ჩაერთვება, რომლებიც მომავალ სეზონში ევრო ტურნირებზე არ იასპარეზებს. ევროტასებსი მონაწილეები კი მეოთხედფინალებიდან ითამაშებენ.

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრასთან ერთად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ლიგა 4-ის 2020 წლის სეზონის წილისყრაც შედგა.

„კოვიდ 19-ის პანდემიის გამო მიმდინარე წელს ლიგა 4 შეცვლილი ფორმატით ჩატარდება. ჩემპიონატის მონაწილე 16 გუნდი ორ ჯგუფში გადანაწილდა, თითოეული ჯგუფი ორ წრედ ითამაშებს და ლიგა 3-ის საგზურს გამარჯვებულები მიიღებენ“ – ამბობს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი.