საქართველოს რაგბის კავშირმა ტექნიკურ უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი #1TVSPORT
საქართველოს რაგბის კავშირისა და ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა. შეხვედრა დღეს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში შედგა. მემორანდუმს ხელი რაგბის კავშირის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ და უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ მოაწერეს.
შეთანხმების მიხედვით უნივერსიტეტი ვალდებულია საქართველოს ეროვნული და სხვა ასაკობრივი ნაკრებებისა და შიდა ჩემპიონატში მონაწილე გუნდების მორაგბეებს, რომლებიც უნივერსიტეტში სწავლობენ ინდივიდუალური სასწავლო გეგმა შეუდგინონ და ყველანაირად ხელი შეუწყონ სპორტულ ცხოვრებაში. გარდა ამისა, ეს პროექტი დაეხმარება რაგბის პოპულარიზაციასა და განვითარებას.
რაგბის კავშირის პრეზიდენტის, იოსებ ტყემალაძის განცხადებით, ტექნიკური უნივერსიტეტის მსგავსად აღნიშნულ წამოწყებაში ქვეყნის სხვა სასწავლო დაწესებულებებიც ჩაერთვებიან.