საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები 24 თებერვლისთვის გადაიდო
საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც 30 იანვარს უნდა გამართულიყო 24 თებერვლისთვის გადაიდო.
როგორც პირველ არხს საქართველოს რაგბის კავშირში განუმარტეს, საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ორი კანდიდატის, ირაკლი აბუსერიძისა და ბაჩო ხურციძის თხოვნით და წესდების სრული დაცვით შეიცვალა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებზე კლუბების მიერ სამი კანდიდატია წარდგენილი:
გოჩა სვანიძე კანდიდატად წარადგინეს შემდეგმა კლუბებმა: „ლელო“, „აკადემია“, „აია“, „ჯიქი“, „ყოჩები“, „იუნკერები“, „ბაგრატი“, „არესი“, „დინამო“, „ზესტაფონის არწივები“, „გორდა“, „იბერია“, „წიქარა“, „ავჭალა“, „ფოთის კოლხი რაინდები“, „ჯრუჭი“, „ლაშარი“, „მიმინო“.
ირაკლი აბუსერიძე კანდიდატად წარადგინეს შემდეგმა კლუბებმა: „რუსთავის ხარები“, „ლოკომოტივი“, „ბათუმი“, „არმაზი“, „არმია“, „ვეფხვები“;
ბაჩო ხურციძე კანდიდატად წარადგინა შემდეგმა კლუბმა: „ვანის აიეტი“.