საქართველოს რაგბის კავშირი აუტიზმის მქონეთათვის კოტეჯებს ააშენებს
13:46, 02.05.2019
2019 წლის 2 მაისს, საქართველოს რაგბის კავშირისა და „აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდის“ ორგანიზებით, საფუძველი ჩაეყარა აუტიზმის ეროვნული ცენტრის კომპლექსის პირველი კოტეჯის მშენებლობას.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტ გოჩა სვანიძისა და „აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის, მერაბ გოგბერაშვილის მიერ ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
პროექტ „სახლის“ ფარგლებში რაგბის კავშირი ახორციელებს კომპლექსის პირველი კოტეჯის მშენებლობას პარტნიორ კომპანიებთან ერთად. ნაკრების წევრები ექვსი კვირის განმავლობაში მოიპოვებენ სამშენებლო მასალებს და სპეციალისტთა ზედამხედველობით ააშენებენ პირველ კოტეჯს.