საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგელობაში ტრავმირებული მწყერაშვილი კანკიამ შეცვალა #1TVSPORT
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები კვიპროსში ჩავიდა, სადაც ირის ანტმანის გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის მატჩს გამართავს.
30 მაისს ნაკრებმა ახნას სტადიონზე ივარჯიშა. მთავარ მწვრთნელს იძულებითი ცვლილების განხორციელებაც მოუწია, ტრავმირებულია ლიზი მწყერაშვილი.
„ნიკე-ლუსოს“ თავდამსხმელის ნაცვლად, ირის ალტმანმა საქართველოს ნაკრებთან ერთად კვიპროსში „კვარტალის“ 21 წლის ფეხბურთელი ლიზი კანკია წაიყვანა.
კვიპროსი-საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრებების მატჩი 31 მაისს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.