საქართველოსა და ლუქსემბურგის ქალთა ნაკრებების მატჩი მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე განახლდა #1TVSPORT
საქართველოსა და ლუქსემბურგის ქალთა ნაკრებების მატჩი მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე განახლდა #1TVSPORT

ქალთა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებებს შორის ელექტროენერგიის ჯიხურში მომხდარი დაზიანების გამო შეწყდა.

შეხვედრა პირველი ტაიმის 43:00 წუთიდან მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე განახლდა. მატჩის შეწყვეტამდე ლუქსემბურგის ნაკრები საქართველოს ეროვნულ გუნდს 2:0 ამარცხებდა.

გუნდებმა პირველი ტაიმი დაასრულეს და 15-წუთიან შესვენებაზე გავიდნენ. შეხვედრაში ანგარიში არ შეცვლილა.