საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი - ჩრდილოეთ მაკედონიასთანაც ასეთი სულისკვეთების ხილვა მსურს, როგორიც ლუქსემბურგთან ვაჩვენეთ #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი - ჩრდილოეთ მაკედონიასთანაც ასეთი სულისკვეთების ხილვა მსურს, როგორიც ლუქსემბურგთან ვაჩვენეთ #1TVSPORT

ჩრდილოეთ მაკედონიასთან გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მზადებას თბილისში განაგრძობს.

20 თებერვალს ირის ალტმანის გუნდმა დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე ივარჯიშა, რომელშიც 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ჩრდილოეთ მაკედონიასთან ორ ამხანაგურ მატჩს საქართველოს ქალთა ნაკრები 25 და 28 თებერვალს გამართავს.

24 თებერვალს, 11:30 საათზე საქართველოს ნაკრები სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასზაზე“ მატჩისწინა ვარჯიშს გამართავს. მედიის წარმომადგენლებისთვის ვარჯიშის საწყისი 15 წუთი ღია იქნება. ჩრდილოეთ მაკედონიასთან ამხანაგურ მატჩებს საქართველოს ქალთა ნაკრები „მიხეილ მესხი 2“-ზე გამართავს. ორივე შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება და გულშემატკივართა დასწრება თავისუფალი იქნება.

„სეზონი ჯერ არ განახლებულა, შესაბამისად, გოგონები ოპტიმალურ ფორმაში არ არიან. თუმცა ინდივიდუალურად და კლუბებთან ერთად ემზადებოდნენ, რაც ჩვენთვის კარგია.

ყველა მატჩი მნიშვნელოვანია გამოცდილების მისაღებად. არ მაქვს მოლოდინი, რომ საუკეთესო თამაშს ვაჩვენებთ, მაგრამ ფეხბურთელებმა უნდა გააგრძელონ ის, რაც დავიწყეთ და თამაშიდან თამაშამდე გაუმჯობესდნენ.

დარწმუნებული ვარ, ლუქსემბურგთან მატჩის შემდეგ მოთამაშეები ენერგიით სავსე არიან. ეს არ იყო ჩვენი საუკეთესო თამაში, თუმცა შესანიშნავი გარემო და მოტივაცია გვქონდა. სწორედ ასეთი სულისკვეთების ხილვა მსურს მოედნაზე, რაც ფიზიკურ კონდიციებთან დაკავშირებულ გარკვეულ საკითხებს გადაფარავს“, – აცხადებს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირის ანტმანი.