ერთა ლიგა | საქართველოს ნაკრებმა სრული შემადგენლობით კვლავ ვერ ივარჯიშა #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგაზე ბოლო მატჩებისთვის ემზადება. შეკრების მესამე დღესაც რამაზ სვანაძის გუნდს სრული შემადგენლობით არ უვარჯიშია.
ამჯერად საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. გიორგი ქოჩორაშვილი და საბა გოგლიჩიძე ინდივიდუალური პროგრამით ემზადებიან, ისინი საერთო ჯგუფს 12 ნოემბრიდან შეუერთდებიან. სანდრო ალთუნაშვილსა და გიორგი მიქაუტაძეს კი ვირუსის გამო არ უვარჯიშიათ.
წლის დასკვნით სანაკრებო შეკრებაზე საქართველოს ნაკრები ორ შეხვედრას გამართავს – 14 ნოემბერს „ჯვაროსნები“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნგრეთს უმასპინძლებენ, ხოლო 17 ნოემბერს სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში უკრაინას ესტუმრებიან.
ერთა ლიგა