ქალთა ერთა ლიგა | საქართველოს ნაკრები თურქეთთან დამარცხდა და ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა #1TVSPORT
ქალთა ერთა ლიგა | საქართველოს ნაკრები თურქეთთან დამარცხდა და ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა #1TVSPORT

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის პირველ გათამაშებაში ბოლო ტურის მატჩი თურქეთთან გამართა და 0:2 დამარცხდა.

C დივიზიონის მეორე ჯგუფის დასკვნითი შეხვედრა ჩვენმა გუნდმა ჯგუფის დაუმარცხებელ ლიდერთან, თურქეთის ნაკრებთან ქალაქ მერსინში ჩაატარა. მასპინძლებმა თამაშის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს, ანგარიში 26-ე წუთზე გულბინ ჰიზიმ გახსნა, ხოლო საბოლოო ანგარიში 41-ე წუთზე ეჯე თურქოღლუმ დააფიქსირა.

ირის ანტმანის გუნდს თურქეთში ტრავმისა და დისკვალიფიკაციების გამო ხატია ჭყონია, ნინო პასიკაშვილი და სალომე გასვიანი ვერ ეხმარებოდნენ. ანა ჩემინავა და ლელა ჭიჭინაძე კი საქართველოს ნაკრებს ლუქსემბურგთან მოგებულ (4:2) მატჩამდე გამოაკლდნენ.

ექვს შეხვედრაში მოპოვებული 18 ქულით ჯგუფის გამარჯვებული თურქეთის ნაკრები გახდა. საქართველოს, ლიეტუვისა და ლუქსემბურგის გუნდებმა კი ხუთი ქულით დაასრულეს ასპარეზობა. დამატებითი მაჩვენებლებით საქართველოს ნაკრები ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა, მეორეზე ლიეტუვაა, მესამეზე – ლუქსემბურგი.