საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა კვიპროსი საკუთარ მოედანზეც დაამარცხა [VIDEO] #1TVSPORT

საქართველოს ქალთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში მეტოქე ზედიზედ მეორე შეხვედრაში დაამარცხა – 1:0.

„მიხეილ მესხი 2“-ზე გამართულ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ანგარიში სწრაფად გახსნა. მეტოქის კარში გოლი თეონა ბაქრაძემ გაიტანა. „ტრაბზონის“ ქართველმა ლეგიონერმა გადაცემა ჩაჭრა და ზუსტად დაარტყა.

მეორე ტაიმში კვიპროსმა დიდი ძალებით შეუტია, მაგრამ საბოლოოდ ანგარიში არ შეცვლილა და საქართველოს ნაკრებმა სამი ქულა მოიპოვა.

ქართველ ფეხბურთელებს ამ მომენტისთვის შვიდი ქულა აქვთ და ჯგუფში მეორე ადგილზე არიან. გუნდი ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე შემდეგ შეხვედრებს ივლისში გამართავს, 12 ივლისს ბელარუსს უმასპინძლებს, ხოლო 16 ივლისს ლიეტუვას ესტუმრება.