საქართველოს პირველი არხის „ფენტეზი ლიგა“ - ევრო 2020 [ვიდეო] #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატის პარალელურად სტარტს იღებს EURO 2020 Fantasy Football. პირველი არხი გთავაზობთ საკუთარ „ფენტეზი ლიგას“. მონაწილეებს საშუალება ექნებათ, რომ მოიგონ პრიზები: ტელევიზორი, 1000 და 500-ლარიანი ვაუჩერი „მეგატექნიკისგან“.
„ახალ დღეს“ საქართველოს პირველი არხის სოციალური მედიის უფროსი მენეჯერი ნიკო გიგაური სტუმრობდა, რომელმაც პირველი არხის „ფენტეზი“ ლიგის“ შესახებ ისაუბრა:
„მონაწილეობა ყველა მსურველს შეუძლია – დარეგისტრირება, გუნდისა და მინილიგის შექმნა, რომელიც პირველმა არხმა დააარსა. უბრალოდ, საჭიროა, რომ დარეგისტრირდეთ, შექმნათ საკუთარი გუნდი, აირჩიოთ 11 ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე და ოთხი სათადარიგო – სულ 15 ფეხბურთელი. პირველი არხის ლიგაში გასაწევრიანებლად უნდა მიუთითოთ სპეციალური კოდი ან მიჰყვეთ ლინკს“. რეგისტრაცია ძალიან ადვილია და საშუალება გაქვთ, რომ მოიგოთ პრიზები“.
ნიკო გიგაურმა აღნიშნა, რომ პირველი არხის ვებპლატფორმა და სოციალური მედია მაყურებლებს სხვა ბევრ საინტერესო სიახლეს შესთავაზებს. ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას იქნება არაერთი პრიზი, რომლის მოგებაც საქართველოს პირველი არხის მაყურებლებს დიდი საფეხბურთო ზეიმის პარალელურად შეეძლებათ.
გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, დარეგისტრირდეთ EURO 2020-ის ვებგვერდზე, შექმნათ თქვენი „დრიმ თიმი“ და გაწევრიანდეთ პირველი არხის ლიგაში: web.1tv.ge/Fantasy (კოდი: 17WLADHC10)