ეროვნული ლიგის ფენტეზის ახალი გათამაშება იწყება #1TVSPORT
ეროვნული ლიგის ფენტეზის ახალი გათამაშება იწყება #1TVSPORT

საფეხბურთო სეზონთან ერთად, ეროვნული ლიგის ფენტეზის ახალი, 2022 წლის გათამაშება იწყება – ინფორმაციას ეროვნული ლიგის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

მოთამაშეებს უკვე შეუძლიათ სასურველი ფეხბურთელების არჩევა და გუნდის დაკომპლექტება. წლევანდელ სეზონში თამაშში ორ სიახლეს შეხვდებით: პირევლია Bench Boost – სასურველ ტურში ქულებს თხუთმეტივე მოთამაშე მოგიტანთ. მეორე სიახლე კი არის Captain 3X – სასურველ ტურში კაპიტნის ქულები გასამმაგდება. აღნიშნული ფუნქციების გამოყენება მოთამაშეს სეზონის განმავლობაში ერთხელ შეეძლება.

ეროვნული ლიგის ფენტეზიში მონაწილეობისთვის და სასურველი გუნდის ჩამოყალიბებისთვის საჭიროა ეროვნული ლიგის გვერდზე (fantasy.eliga.ge) დარეგისტრირება. კომპიუტერული თამაში საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის პოპულარიზაციისთვის დაარსდა და საკმაოდ ბევრი ადამიანი დაინტერესდა.

გათამაშება 2016 წლიდან დაიწყო. გამარჯვებულებს პრიზებს, მათ შორის, ფულადს, ფეხბურთის ფედერაცია წლის შემაჯამებელ საღამოზე გადასცემს.