ევრო2020-ის შესარჩევ ციკლის მეშვიდე შეხვედრაში საქართველოს ნაკრები გიბრალტარს ესტუმრა და დიდი წინაღმდეგობის მიუხედავად, მატჩის ბოლოს გატანილი გოლით დაამარცხა.
სტადიონ „ვიკტორიაზე“ გამართულ მატჩში ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში რამდენიმე მოთამაშე პირველად ათამაშა – ლევან შენგელია, გიორგი ხარაიშვილი და გუჯა ლობჯანიძე, გიორგი ნავალოვსკი კი ძირითადში გარკვეული პაუზის შემდეგ დააბრუნა.
ანგარიში მეათე წუთზე საქართველომ გახსნა: შენგელიას მშვენიერი გადაცემით „ჯვაროსნების“ ფორმით პირველი გოლი ხარაიშვილმა გაიტანა. „გიოტებორგის“ შემტევს ორიოდე წუთში ჯანო ანანიძის გადაცემის შემდეგ დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ ახლო მანძილიდან მისი თავური დარტყმა კარს აცდა.
21-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა მასპინძელთა კარი მეორედ აიღო. შორი მანძილიდან ჩვენი გუნდის კაპიტანმა ჯაბა კანკავამ ძლიერად და ეფექტურად დაარტყა 0:2.
თითქოს, მატჩსი ბედი გადაწყვეტილი იყო. მაგრამ მეორე ნახევარი საქართველოს ნაკრებმა აშკარად ჩააგდო, გიბრალტარმა კი მეტოქეს აჯობა და ანგარიში გაათანაბრა. მასპინძლებმა რამდენმე რეალური მომენტი შექმნეს და საბოლოოდ, 66-ე წუთზე ჩვენი დაცვის ჩავარდნით ლი კაშარომ ისარგებლა 1:2. აღსანიშნავია, რომ ის 38 წლისაა და გიბრალტარის პოლიციის თანამშრომელია, ნაკრებში მის ძმებს, კაილ და რაიან კაშაროებსაც უთამაშიათ. 74-ე წუთზე წონასწორობა გუნდის კაპიტანმა როი ჩიპოლინამ აღადგინა, რომელიც გიბრალტარის საბაჟოს თანამშრომელია. მაგრამ 84-ე წუთზე ლევან შენგელიას გადაცემით მასპინძელთა კარი გიორგი ქვილითაიამ გაიტანა და საბოლოო ანაგარიში დააფიქსირა 2:3.
გიბრალტარი – საქართველო 2;3
გოლები: 0:1 ხარაიშვილი (10. შენგელიას პასით), 0:2 კანკავა (21), 1:2 კასარო (66), 2:2 ჩიპოლინა (73), ქვილითაია (84. შენგელიას პასით)
საქართველო: ლორია – კაკაბაძე, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი (90+3. კვირკველია) – კიტეიშვილი, კანკავა – ხარაიშვილი (60. კიტეიშვილი), შენგელია, ყაზაიშვილი – ლობჯანიძე (68. ქვილითაია)
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
ევრო2020-ის შესარჩევ ციკლის „დ“ ჯგუფის მეორე შეხვედრაში შვეიცარიამ შინ ირლანდია 2:0 დაამარცხა და ლიდერთა ჯგუფში ვითარება დაძაბა: ირლანდიას და დანაის 12_12 ქულა აქვთ, შვეიცარიას – 11, ხოლო საქართველო 8 ქულით მეოთხეზეა.