საქართველოს მთავრობა ამერიკულ „გრეის ფარმს ფაუნდეიშენთან“ თანამშრომლობას იწყებს
საქართველოს მთავრობა ამერიკულ „გრეის ფარმს ფაუნდეიშენთან“ თანამშრომლობას იწყებს

საქართველოს მთავრობა ამერიკულ „გრეის ფარმს ფაუნდეიშენთან“ თანამშრომლობას იწყებს. შეხვედრაზე, რომელსაც ნიუ იორკში „გრეისის ფონდთან“ ერთად არაერთი წამყვანი საინვესტიციო კომპანია ესწრებოდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის თანდასწრებით განზრახვის დოკუმენტზე მოხდა შეთანხმება.

საქართველოს დელეგაციაში აცხადებენ, რომ ამ დოკუმენტით საქართველო გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც ბიზნესისა და დასაქმების სფეროში მაღალი ეთიკური სტანდარტების დანერგვას დაიწყებს. მათივე თქმით, ეს პროცესი გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისია.

ქართული მხარე ელოდება, რომ ახალი სტანდარტის დამკვიდრებით, ქვეყანა კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება უცხოელი ინვესტორებისთვის.