მამუკა ბახტაძე - აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფლი ვაჭრობის რეჟიმი ძლიერი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება
მამუკა ბახტაძე - აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფლი ვაჭრობის რეჟიმი ძლიერი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება

ჩვენ გვაქვს პოზიცია, რომ თავისუფლი ვაჭრობის რეჟიმი აშშ-სა და საქართველოს შორის იქნება ძლიერი წინგადადგმული ნაბიჯი და მე მოხარული ვარ, რომ ძალიან დადებითი უკუკავშირი მივიღეთ ჩვენი კოლეგებისგან ყველა დონეზე იმ შეხვედრებზე, რომელიც ჩვენ გავმართეთ ვაშინგტონში ამ იდეასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ტელეიმედის“ ეთერში, განაცხადა.

მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადავიდა და სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის მზადყოფნა არსებობს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეს მზადყოფნა განსაკუთრებით შეეხება ორ მიმართულებას – უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობას.

„ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი აშშ-სთან არის ძალიან მრავალმხრივი და მრავალგანზომილებიანი. ჩვენ დღეს ვართ ურთიერთობის იმ ეტაპზე, როდესაც ორივე მხარე ვაფიქსირებთ მზადყოფნას იმისთვის, რომ გადავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობები თვისობრივად მაღალ საფეხურზე. ეს განსაკუთრებით შეეხება ორ მიმართულებას – ეს არის ჩვენი ურთიერთობა უსაფრთხოების ნაწილში და და ამავე დროს ეკონომიკური თანამშრომლობა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, აშშ ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს მსხვილ ეკონომიკურ პლატფორმებთან ახალი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების შესახებ, შესაბამისად, არის მოლოდინი, რომ ამ მოლაპარაკებების დასრულების პარალელურად, საქართველოსთან გაიხსნას კონკრეტულ დიალოგი შესაბამისი უწყებების დონეზე.