საქართველოს დელეგაცია ოლიმპიადის საზეიმო გახსნაზე [ვიდეო]

პიონჩანგში 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონია მიმდინარეობს.

გახსნის ცერემონიაზე სხვადასხვა ქვეყნის ოლიმპიურ დელეგაციებთან ერთად საქართველოს დელეგაცია გამოვიდა. დელეგაციის მედროშე მოციგურავე მორის ყვითელაშვილია.

საქართველოს დელეგაცია წელს ოთხი სპორტსმენით არის წარმოდგენილი. სამთო სათხილამურო სპორტში მოასპარეზე იასონ აბრამაშვილისთვის ეს რიგით მეოთხე ოლიმპიადა იქნება, ნინო წიკლაური კი ოლიმპიურ თამაშებზე სპორტული კარიერის მანძილზე მესამედ წარდგება. ოლიმპიადის დებიუტანტები არიან ფიგურულ სრიალში მორის ყვითელაშვილი, საციგაო დისციპლინაში – გიორგი სოღოიანი.

ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)

ოლიმპიადის მიმდინარეობისას მულტიმედიური მასალების ნახვას შეძლებთ შემდეგ ბმულზე