საქართველოს 3x3 კალათბურთელთა ნაკრები პლეიოფში გავიდა | მესამე ახალგაზრდული ოლიმპიადა
ბუენოს აირესში მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე – ოთარ პერტაიას, ლუკა მაზიაშვილის, ზურაბ ჟღენტისა და ლაშა მიქელაძის ოთხეულმა, ჯგუფური ეტაპის მეოთხე შეხვედრაში ჩინეთი დაამარცხა.
თუკი პირველი ორი შეხვედრა ახალგაზრდა ქართველებმა მარტივად მოიგეს, ჩინეთი შედარებით სერიოზული მეტოქე აღმოჩნდა და მატჩის დროზე ადრე დასრულებაც არ გამოვიდა.
ქართველთა შემადგენლობაში საუკეთესო ოთარ პერტაია იყო, რომელმაც ექვსი ქულა მოაგროვა. კარგად ითამაშა და ოთხი ქულა გააკეთა ლაშა მიქელაძემ. საბოლოო ანგარიში – საქართველო 15:10 ჩინეთი.
შეგახსენებთ რომ პირველ ტურში საქართველოს ნაკრები სლოვენიასთან შეხევდრაზე დაგვიანების გამო ვერ გამოცხადდა და გამარჯვება ბალკანელებს დარჩათ, მეორე ტურში ჩვენმა გუნდმა იორდანია 21:4 გაანადგურა, ხოლო მესამე ტურში კი ქართველებმა თურქმენეთი 20:9 დაამარცხეს.
მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე საქართველომ თავისი საუკეთესო შედეგი უკვე დააფიქსირა. ქართულ დელეგაციას არგენტინის დედაქალაქში, ამ ეტაპზე ერთი ოქროს, სამი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი აქვს.