საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები უეფას განვითარების თასის გამარჯვებულია
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები კაუნასში დასრულებული უეფას განვითარების თასის გამარჯვებულია
ზურაბ ხიზანიშვილის გუნდმა პირველ ორ ტურში ჯერ მოლდოვა (4:0) დაამარცხა, შემდეგ ბოსნია-ჰერცოგოვინა (3:0) და მესამე შეხვედრა მასპინძელ ლიეტუვასთან არ უნდა წაეგო.
გუნდმა ეს შეხვედრაც მაღალ დონეზე ჩაატარა და მეტოქე ანგარიშით 9:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმი გუნდმა 5:0 მოიგო. გუნდმა ჩატარებულ სამ შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა, და საკუთარ კარში ბურთი არ გაუშვა. ანუ საშუალოდ გუნდს თამაშში 5,3 გოლი გაჰქონდა.
ლიეტუვა – საქართველო 0:9
გოლები: 0:1 ლუკა წულუკიძე (12. ლუკა მამულაშვილის პასით), 0:2 გიორგი გოჩიაშვილი (20. ლუკა მამულაშვილის პასით), 0:3 ლუკა მამულაშვილი (22), 0:4 ლუკა ჭელიშვილი (36), 0:5 ჭაბუკი ლაბაძე (40+1), 0:6 გიორგი გოჩიაშვილი (55. ლუკა ჭელიშვილის პასით), 0:7 ლუკა წულუკიძე (69. ომარ თოდუას პასით), 0:8 გიორგი ხაბულიანი (76. საბა გეგიაძის პასით), 0:9 საბა გეგიაძე (80+1. ომარ თოდუას პასით)