გიორგი ჩიტაურმა შემადგენლობა დაასახელა
გიორგი ჩიტაურმა შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები მაკედონიაში მიემგზავრება, სადაც 22-26 მარტს უეფას განვითარების თასი გათამაშდება.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჩიტაურმა გუნდი თბილისში შეკრიბა და ტურნირზე წასაყვანი 20-კაციანი შემადგენლობაც შეარჩია:

მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (სფფ აკადემია), ნიკოლოზ შურღაია (დინამო თბ);

მცველები: ბაქარ აბჟანდაძე, გიორგი გრიგალაშვილი (ორივე – სფფ აკადემია), გიორგი ამბროსიძე, ირაკლი კვაშილავა (ორივე – საბურთალო), საბა ხვადაგიანი, გიორგი ჩხეტიანი (ორივე – დინამო თბ), სანდრო ტატიშვილი (ლოკომოტივი).

ნახევარმცველები: გიზო მამაგეიშვილი, ოთარ მამაგეიშვილი, ლაშა ონიანი, ზურაბ ზოსიაშვილი (ყველა – სფფ აკადემია), გიორგი აბუაშვილი, ლუკა გაგნიძე, ზაურ სიჭინავა (ყველა – დინამო თბ), თემურ ვაზაგაშვილი (უოტფორდი, ინგლისი), გიორგი გვიშიანი (საბურთალო).

თავდამსხმელები: ჯადული იობაშვილი (დინამო თბ), ვაკო ღონღაძე (საბურთალო).

საქართველოს 16-წლამდე ნაკრები განვითარების თასის პირველ მატჩს 22 მარტს აზერბაიჯანის წინააღმდეგ გამართავს, 24 მარტს მასპინძელ მაკედონიასტან, ხოლო 26 მარტს – საუდის არაბეთს დაუპირისპირდება.