საქართველოს 16-წლამდელებმა თურქებთან ისევ წააგეს
საქართველოს 16-წლამდელებმა თურქებთან ისევ წააგეს

საქართველოს 16-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა თურქეთში ხანმოკლე შეკრება მეორე ამხანაგური მატჩით დაასრულა და ამჯერადაც დამარცხდა.

ზვიად ჯელაძის გაწვრთნილებმა ორივე მატჩი სტამბოლში მასპინძელთა ნაკრებთან ჩაატარეს. შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში 0:3 დამარცხდნენ. დღეს კი ჩვენმა იუნიორებმა შეხვედრა უფრო დიდი ანგარიშით დათმეს.

ანგარიში მეორე წუთზე სალეხ ქავრაზმა გახსნა, ბერკე ავაზამ (38, 55) დუბლი შეასრულა, ხოლო საბოლოო ანგარიში ალი აკმანმა (80+2) დააფიქსირა – თურქებმა 4:0 მოიგეს.

ქართველმა 16-წლამდელებმა ასეთი შემადგენლობით ათამაშეს: ხარატიშვილი, კვარაცხელია, ჭინჭარაული, ერაძე, გ. ტალახაძე, ნ. ტალახაძე, ზურაბიანი, მორჩილაძე, ოგბაიძე, მირზიკაშვილი, ხვედელიძე.

შეცვლაზე: შურღაია, ტეფნაძე, დევდარიანი, ფოცხვერია, სიჭინავა, ტორონჯაძე, ომარაშვილი, აბუაშვილი.