საქართველოს 16-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები თურქეთთან დამარცხდა
საქართველოს 16-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები თურქეთთან დამარცხდა

საქართველოს 16-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები თურქეთშია და ხანმოკლე შეკრებას ხვალ დაასრულებს.

ზვიად ჯელაძის გაწვრთნილებმა ორი დაგეგმილი ამხანაგური მატჩიდან ერთი უკვე ჩაატარეს და მასპინძელთა ნაკრებთან სტამბოლში ჩატარებულ შეხვედრაში 0:3 დამარცხდნენ.

ანგარიში 23-ე წუთზე ბერკე ავაზმა გახსნა, 40-ეზე მასპინძელთა უპირატესობა ბენიამინ იავაშოღლუმ გაზარდა 2:0, ხოლო საბოლოო ანგარიში 72-ე წუთზე ველათ ტურქილმაზმა დააფიქსირა 3:0.

თურქეთთან ქართველმა 16-წლამდელებმა ასეთი შემადგენლობით ათამაშეს: ხარატიშვილი, კვარაცხელია, ჭინჭარაული, ერაძე, გ. ტალახაძე, ნ. ტალახაძე, აბუაშვილი, ოგბაიძე, მორჩილაძე, მირზიკაშვილი, ზურაბიანი.
შეცვლაზე: დევდარიანი, სიჭინავა, ფოცხვერია, ტორონჯაძე, ომარაშვილი, ხვედელიძე, ტეფნაძე.

მეორე ამხანაგურ მატჩს 16-წლამდელები თურქეთთან ხვალ, 12 აპრილს ისევ სტამბოლში ჩაატარებენ.