საქართველო-შვედეთის მატჩისას მოედანზე გულშემატკივარი შევარდა [ვიდეო] #1TVSPORT
შვედეთმა ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისკენ მიმავალი გზა ძალიან გაირთულა. საქართველოსთან 2:0 მარცხის შემდეგ უკვე შესაძლებელია პლეიოფიც გამოტოვოს.
ზლატან იბრაჰიმოვიჩს ეროვნულ ნაკრებში დაბრუნება გაუჭირდა და კიდევ უფრო გაბრაზების მიზეზი ჰქონდა. მატჩის შეჩერების დროს, როდესაც საქართველოს ნაკრები უკვე 2:0-ს იგებდა, გულშემატკივარმა ტრიბუნიდან მოედანზე შევარდნა მოახერხა და პირველად საქართველოს ნაკრების მცველ გურამ კაშიას მივარდა, მერე კი ზლატან იბრაჰიმოვიჩთან გადახვევა სცადა.
ამ მცდელობაზე შვედეთის ნაკრებისა და „მილანის“ ვარსკვლავმა, რომელიც ანგარიშით ისედაც გაღიზიანებული იყო, ამაზე კიდევ უფრო გაბრაზდა და გულშემატკივარს ხელი კრა.
სტადიონის დაცვის თანამშრომლებმა გულშემატკივრის საბოლოოდ დაჭერა და მოედნიდან გაყვანა მოახერხეს.