საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა
ბორჯღალოსნებმა რაგბის ევროპის პირველ ტურში ანგარიშით 8:19 რუმინეთის დამარცხების შემდეგ +0,51 ქულა მოიპოვეს და 73.93 ქულით მე-13-დან მე-12-ე ადგილზე გადაინაცვლეს. აღნიშნულ რეიტინგში საქართველოს ნაკრები 2019 წლის მსოფლიოს თასზე მონაწილე გუნდებიდან ტონგას, იტალიას, სამოას, ურუგვაის, რუსეთს, კანადას და ნამიბიას უსწრებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს რეიტინგში საუკეთესო შედეგი 2016 წელს ჰქონდა, როდესაც ბორჯღალოსნები მე-11 ადგილზე იმყოფებოდნენ. ამჟამად აღნიშნულ პოზიციას იაპონიის ეროვნული ნაკრები იკავებს.
მილტონ ჰეიგის გუნდი მომდევნო მატჩს ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს, რომელიც 17 თებერვალს ავჭალის სტადიონზე 18 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ.