ნიკა სანდოხაძე ლვოვის „კარპატში“ ჩაირიცხა. ერთი კვირაა, რაც „სამტრედიას“ 23 წლის მცველი უკრაინაში იმყოფება.
თავიდან მას კიევში მოლაპარაკება ლუგანსკის „ზორისთან“ ჰქონდა. თუმცა, საბოლოოდ, მეორე უკრაინულ კლუბს, ლვოვის „კარპატს“ შეუთანხმდა და დღეს გუნდის წევრი გახდა.
სანდოხაძემ კონტრაქტი 2,5 წლით გააფორმა, – ინფორმაცია ლვოვური კლუბის პრესსამსახურმა დაადასტურა და ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ აფორმებს ქართველი მცველი ხელშეკრულებას.