ნიკა სანდოხაძე „ტორპედოში“ დაბრუნდა #1TVSPORT
ნიკა სანდოხაძე „ტორპედოში“ დაბრუნდა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედო“ ზიმბაბვეს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, ალეკ მუდიმეუმ დატოვა, მაგრამ გუნდმა ამ პოზიციაზე ნიკა სანდოხაძე დაიმატა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„ნიკა სანდოხაძე კვლავ ტორპედოელია! 27 წლის მცველი გუნდს თურქულ შეკრებაზე მალე შეუერთდება. წარმატები ვუსურვოთ ნიკას შავ-თეთრების რიგებში“, – წერია კლუბის განცხადებაში.

ნიკა სანდოხაძე „დინამო თბილისის“ აღზრდილია, მაგრამ გუნდი მალევე დატოვა და 2013-2014 წლებში „ტორპედოში” თამაშობდა. შემდეგ იყო მის კარიერაში თბილისის „ლოკომოტივი“, „სამტრედია“, ლვოვის „კარპატი“, „რიგასი“, „საბურთალო“, „დინამო თბილისი“, ხოლო 2020 წლიდან „ლოკომოტივში“ დაბრუნდა.

ტანმაღალი (197 სმ) ცენტრალური მცველი იყო ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი და კაპიტანი – 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების.

ნიკამ გასულ სეზონში „ლოკომოტივის“ მაისურით 31 შეხვედრა ჩაატარა და გოლის გატანა ოთხჯერ შესძლო.