თბილისის „ლოკომოტივი“ - საბედნიეროდ, სანდოხაძის ტრავმა მძიმე არაა
თბილისის „ლოკომოტივი“ - საბედნიეროდ, სანდოხაძის ტრავმა მძიმე არაა

ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში რუმინულ „უნივერსიტატეასთან“ მოგებულ (2:1) შეხვედრაში თბილისის „ლოკომოტივის“ მცველი ნიკა სანდოხაძე დაშავდა და 77-ე წუთზე მოედანი იძულებით დატოვა.

საბედნიეროდ, 26 წლის გამოცდილი მცველის მდგომარეობა საშიში არ გამოდგა. ამის შესახებ საგანგებო განცხადება „ლოკომოტივმა“ გაავრცელა.

„საბედნიეროდ, ნიკა სანდოხაძის ტრავმა, მძიმე არ აღმოჩნდა. ჩვენს ცენტრალურ მცველს მსუბუქი ტვინის შერყევა დაუდგინდა. კლინიკიდან ის უკვე სახლში დაბრუნდა და ერთი კვირა სავარჯიშო პროცესში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ერთი კვირის შემდეგ, მას განმეორებითი კვლევები ჩაუტარდება. სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ სანდოხას“, – წერია თბილისური კლუბის განცხადებაში.