ქართულ „კლასიკომდე“ - „დინამოს“ ლეგიონერები და სანდოხაძე შეუერთდნენ, ნინუა ისევ გუნდშია
ქართულ „კლასიკომდე“ - „დინამოს“ ლეგიონერები და სანდოხაძე შეუერთდნენ, ნინუა ისევ გუნდშია

12 ივლისს 76-ე ქართული „კლასიკო“ გაიმართება. კვირას, 21:00 საათზე, ქუთაისის „რამაზ შენგელია არენაზე“ ქუთაისის „ტორპედო“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს.

ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრას თბილისელები ლიდერის რანგში ხვდებიან, ქუთაისელები კი ოთხი ქულით მეშვიდე ადგილზე არიან.

ეს იქნება კახა ჩხეტიანისთვის პირველი შეხვედრა მშბლიური კლუბსი წინააღმდეგ, რომელსაც 2016-2019 წლებში ავარჯშებდა და სადაც სამივე მთავარი პრიზი მოიპოვა – საქართველოს ჩემპიონობა, თასი და სუპერთასი.

დინამოელები მატჩისთვის დიღმის ბაზაზე ემზადებიან. ცნობილი გახდა, რომ გუნდს ლეგიონერები, საიმონ ბენიო და ფილიპ ორშულა შეუერთდნენ, რომლებიც საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კარანტინში იმყოფებოდნენ და გუნდს ვერ ეხმარებოდნენ.

აგრეთვე, დედაქალაქელებთან ერთად ვარჯიში ნიკა სანდოხაძემაც განაახლა. 26 წლის მცველმა პანდემიის დროს, ხელი მოიტეხა და გარკვეული პერიოდი სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობდა.

თბილისელებთან ერთად ემზადება გუნდის კაპიტანი ნიკა ნინუა, რომლის მომავალსაც თურქული ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდს, „ბეშიქთაშს“ უკავშირებენ.