სანდოხაძე მოედანს დაუბრუნდა და „ლოკომოტივთან“ ერთად ივარჯიშა #1TVSPORT
სანდოხაძე მოედანს დაუბრუნდა და „ლოკომოტივთან“ ერთად ივარჯიშა #1TVSPORT

ნიკა სანდოხაძემ თბილისის „ლოკომოტივთან“ ერთად ვარჯიში განაახლა და სეზონის დარჩენილ ნაწილში გუნდს დაეხმარება, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკა სანდოხაძე აგვისტოში დაშავდა და ერთთვიანი იძულებითი პაუზა ჰქონდა. 27 წლის გამოცდილი ცენტრალური მცველი თბილისის „ლოკომოტივში“ 2020 წელს დაბრუნდა და კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. სანდოხაძემ გასულ სეზონში, „ლოკომოტივის“ მაისურით, ეროვნულ ლიგაში 8 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა, ხოლო ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე კი 3 მატჩი ითამაშა.

სანდოხაძემ „დინამო თბილისიდან“ დაიწყო, თამაშობდა ქუთაისის „ტორპედოში“, „ლოკომოტივში“, „სამტრედიაში“, ლვოვის „კარპატში“, „საბურთალოში“, იყო საქართველოს 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების წევრი და კაპიტანი. „ლოკომოტივში“ დაბრუნების შემდეგ მისი ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე გახდა.

მიმდინარე სეზონში სანდოხაძემ „ლოკომოტივში“ 22 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. მაგრამ შემდეგი ტურის შეხვედრას ნიკა გამოტოვებს, რადგან 13 აგვისტოს, ეროვნული ლიგის 23-ე ტურში „სამტერდიასთან“ ბოლო შეხვედრის 90-ე წუთზე, ხელით თამაშისთვის მოედნიდან გააძევეს.

საფეხბურთო სეზონი ეროვნულ ლიგაში 12 სექტემბერს 23-ე ტურის მატჩებით განახლდება. მაგრამ „ლოკომოტივმა“ ტურის შეხვედრა „სამტრედიასთან“ ჩემპიონატის შეჩერებამდე, 13 აგვისტოს გამართა და შემდეგ შეხვედრას 24-ე ტურში, 16 სექტემბერს ბათუმის ახალ არენაზე გამართავს, სადაც ბათუმის „დინამოს“ ესტუმრება.