„რიგასში“ მეოთხე ქართველი ჩაირიცხა. ლაშა შერგელაშვილის, ბექა ვაჩიბერაძისა და ირაკლი სიხარულიძის შემდეგ, ნიკა სანდოხაძეც ლატვიის ჩემპიონატის ლიდერის ფეხბურთელი გახდა.
24 წლის მცველი შარშან ლვოვის „კარპატში“ გადავიდა და გუნდის ძირითადშიც თამაშობდა, მაგრამ მარტში ოდესის „ჩერნომორეცთან“ დაშავდა – სანდოხაძეს ტერფის ტრავმა აღმოაჩნდა. საბოლოოდ „კარპატი“ პრემიერლიგიდან გავარდა და დაბალ ლიგაში გამოსვლას ქართველმა დროებით ლატვიაში თამაში ამჯობინა.
საინტერესოა, რომ ბოლოს ოთხი ქართველი ლეგიონერი 2012 წელს ნიჟნი ნოვგოროდის „ვოლგას“ ჰყავდა. მას შემდეგ ამდენ ქართველს ერთად უცხოურ გუნდში არ უთამაშია.