სამხრეთ კორეის პრეზიდენტი – ჩრდილოეთ კორეა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის შემუშავების ბოლო ეტაპზეა, რომელსაც შესაძლებლობა ექნება, აშშ-ს ბირთვული იარაღით დაარტყას
ჩრდილოეთ კორეა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის შემუშავების ბოლო ეტაპზეა, რომელსაც შესაძლებლობა ექნება, აშშ-ს ბირთვული იარაღით დაარტყას, – ამის შესახებ სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, ლი ჯე მიუნგმა განაცხადა.
„იქნება ეს შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებისთვის თუ საკუთარი რეჟიმის შესანარჩუნებლად, ისინი აგრძელებენ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების შემუშავებას, რომლებსაც შეუძლიათ შეერთებულ შტატებამდე მიღწევა, ბირთვული ბომბის ტარება და შეერთებული შტატების დაბომბვა. როგორც ჩანს, მათ ჯერ კიდევ ვერ მიაღწიეს წარმატებას, მაგრამ ისინი ბოლო ეტაპზე არიან, რაც სავარაუდოდ მალე დასრულდება“, – განაცხადა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა.
ამასთან, ლი ჯე მიუნგმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერთადერთი ადამიანია, რომელსაც შეუძლია ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკება.