დონალდ ტრამპმა ჩინეთში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც წარწერა „ჩემი მეგობარი“ დაურთო, ტრამპმა ასევე გამოაქვეყნა ფოტო სი ძინპინთან წარწერით „მეგობრები“
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე ჩინეთში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც წარწერა „ჩემი მეგობარი“ დაურთო.
ტრამპმა კიდევ ერთი ფოტოც გამოაქვეყნა, რომელზეც ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან ერთად არის გადაღებული. ამ ფოტოს მან წარწერა „მეგობრები“ დაურთო.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპი რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებს აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში შეხვდა.