დრონით თავდასხმა ფინეთის ყურეში
ფინეთის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, აღმოსავლეთ ფინეთის ყურეში, კუნძულ სუურსაარის დასავლეთით, საერთაშორისო წყლებში, რუსეთის სავაჭრო გემზე დრონით თავდასხმა დაფიქსირდა. შედეგად გემზე ხანძარი გაჩნდა. ფინეთის თავდაცვის ძალებმა აღმოსავლეთ ფინეთის ყურეში დროებით აღადგინეს საჰაერო და საზღვაო გადაადგილების შეზღუდვები. „ეს პრევენციული ღონისძიებაა, რომელიც მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და შესაძლო დრონით თავდასხმაზე შესაბამისი უწყებების რეაგირების შესაძლებლობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად“, – აღნიშნულია ფინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. BBC-ის ცნობით, ფინეთის თავდაცვის ძალებში აღნიშნეს, რომ თავდასხმის უკან, სავარაუდოდ, უკრაინა იდგა. კიევს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.