სამხრეთ აფრიკაში დღეში საშუალოდ „კოვიდ-19“-ის 10 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება
სამხრეთ აფრიკაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რიცხვი 300 000-ს უახლოვდება.
„როიტერის“ ინფორმაციით, ქვეყანაში დღეში საშუალოდ „კოვიდ-19“-ის 10 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება და ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 298 292-ს აღწევს.
ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობა 4 300-ს აღემატება, რაც ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებლის მხოლოდ 1.5%-ია. „როიტერის“ ცნობით, ეს იმით არის განპირობებული, რომ სამხრეთ აფრიკაში ახალგაზრდა ასაკის მოსახლეობა ჭარბობს.