სამი მედლის შანსი ტურნირის პირველ დღეს | ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი
დღეს, ბაქოში, სტარტი აიღო ევროპის რიგით XV ახალგაზრდულმა ოლიმპიურმა ფესტივალმა, შეჯიბრების პირველ დღეს ასპარეზობაში ოთხი ქართველი მოჭიდავე ჩაერთო.
ნიკოლოზ სანთელაძე (45 კგ. თავისუფალი ჭიდაობა) და რომეო ბერიძე ( 55 კგ. ბ/რ ჭიდაობა) ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალში გავიდნენ. ბეჟან ბარსონიძე (55 კგ. თავისუფალი ჭიდაობა) ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. სამწუხაროდ, დავით გვასალია (45 კგ. თავისუფალი ჭიდაობა) იტალიელ მეტოქესთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას ვეღარ გააგრძელებს.
ფინალური შეხვედრები 16:00 საათზე დაიწყება.
წყარო – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი