სანთელაძემ და ბერიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს | ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი
სანთელაძემ და ბერიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს | ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი

დღეს ბაქოში სტარტი აიღო ევროპის რიგით მეთხუთმეტე ახალგაზრდულმა ოლიმპიურმა ფესტივალმა. შეჯიბრების პირველ დღეს ასპარეზობაში ოთხი ქართველი მოჭიდავე ჩაერთო.

ფინალურ ბლოკში, რომელიც 16:00 საათზე დაიწყო, სამი ქართველი მოჭიდავე ასპარეზობდა. ოქროს მედლისთვის 45 კგ. წონით კატეგორიაში ნიკოლოზ სანთელაძე ასპარეზობდა (თავისუფალი ჭიდაობა), თუმცა მან ფინალური შეხვედრა დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

55 კგ. წონით კატეგორიაში ვერცხლს დასჯერდა რომეო ბერიძეც (ბ/რ ჭიდაობა). ბრინჯაოსთვის ჭიდაობდა ბეჟან ბარსონიძე (55 კგ. თავისუფალი ჭიდაობა), რომელიც დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა. კიდევ ერთი ქართველი – დავით გვასალია (45 კგ. თავისუფალი ჭიდაობა) იტალიელ მეტოქესთან დამარცხდა და ფინალურ ბლოკში არ უჭიდავია.