„რეალის“, „იუვენტუსის“, „შტუტგარტისა“ და გერმანიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა სამი ხედირამ გამოაცხადა, რომ ასრულებს პროფესიულ კარიერას. დღეს 34 წლის ხედირა „ჰერტას“ ფეხბურთელია – ამ სეზონში მან მხოლოდ რვა მატჩი ჩაატარა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. 22 მაისს, ბუნდესლიგის ბოლო ტურის მატჩი „ჰოფენჰაიმის“ წინააღმდეგ ბოლო იქნება ნახევარმცველის კარიერაში.
„დამშვიდობების დრო მოვიდა. არასოდეს არის იოლი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ცხოვრებას ცვლის. მაგრამ ხანდახან გიწევს ამის გაკეთება. შაბათს, ჩემს კარიერაში ბოლო მატჩში ვითამაშებ!“ – დაწერა თავის ხედირამ თავის „ინსტაგრამში“.