ხედირამ შესაძლოა, „იუვენტუსი“ დატოვოს
ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა სემი ხედირამ შესაძლოა, ამ ზაფხულს კლუბი დატოვოს, იტყობინება ჟურნალისტი არჯუნ პრადიპი. წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელით ინგლისური „პრემიერლიგისა“ და ამერიკული „მეიჯორ ლიგ სოკერის“ კლუბები, ასევე გერმანული ბავარიაა დაინტერესებული.
მიმდინარე სეზონში ხედირამ „იუვენტუსის“ რიგებში 17 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და გააკეთა ერთი საგოლე გადაცემა. 31 წლის გერმანელს ცოტა ხნის წინ აღმოაჩნდა არარეგულარული პულსი და მას რაღაც პერიოდი დასვენება მოუწია.
ხედირამ გაიარა ძირფესვიანი გამოკვლევა, რის შედეგადაც აღმოაჩნდა არითმია და ფეხბურთელმა გულის ოპერაცია გაიკეთა.
🇮🇹 🌐 | Tutto Juve:
Juventus could release Sami Khedira this summer. He has interest from MLS clubs, in the Premier League and even Bayern Munich are keen on signing him. pic.twitter.com/yuvy8vYFCd
— Arjun Pradeep (@IndianRegista) 23 May 2019