ხედირა „იუვენტუსიდან“ წასვლას გეგმავს
ხედირა „იუვენტუსიდან“ წასვლას გეგმავს

ტურინული გრანდის ნახევარმცველმა, სამი ხედირამ განაცხადა, რომ „იუვენტუსიდან“ წასვლაზე ფიქრობს.

ცნობილია, რომ ხედირას გუნდში გადაყვანიტ „ევერტონის“ იტალიელი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტია დანტერესებული.

მიმდინარე სეზონში სამი ხედირა მოედანზე არ გამოსულა და თამაშებს თვალს სათადარიგოთა სკამიდან ადევნებს.

„ახალი გამოწვევებისთვის მზად ვარ. მე რთული პერიოდი მქონდა, მაგრამ მსურს რომ ფეხბურთი ვითამაშო და ყოველ მომდევნო მატჩში სამი ქულისთვის ვიბრძოლო, – ციტირებს ხედირას სიტყვებს Tuttosport . – მე ამას მოუთმენლად ვლოდები. ახლა ენერგიით და შემართებით ვარ სავსე და ველოდები ზამთრის სატრანფერო ფანჯრის პერიოდს“.

სამი ხედირა „იუვენტუსში“ 2015 წელს, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. მისი კონტრაქტი ტურინულ კლუბთან 2021 წლის ზაფხულში იწურება.