სამი ხედირა ატლეტიკოსთან მატჩს გამოტოვებს
სამი ხედირა ატლეტიკოსთან მატჩს გამოტოვებს

იუვენტუსის ნახევარმცველი სამი ხედირა მადრიდის ატლეტიკოს წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მატჩს გამოტოვებს. ამის მიზეზი გულის არითმიაა, რომელიც ფეხბურთელს დღეს დაუდგინდა.

ხშირი ტრავმების გამო, 31 წლის ხედირამ ამ სეზონში სულ 15 მატჩი ჩაატარა.

„სამი ხედირა ტურინში დარჩა და დამატებით სამედიცინო შემოწმებას გაივლის“, – ნათქვამია იტალიური კლუბის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

მატჩი ატლეტიკოსა და იუვენტუსს შორის დღეს, 20 თებერვალს, მადრიდის ვანდა მეტროპოლიტანოს სტადიონზე, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.