ხედირა შესაძლოა „ვულვზში“ გადავიდეს
ხედირა შესაძლოა „ვულვზში“ გადავიდეს

„იუვენტუსის“ ნახევარმცველი სემი ხედირა ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრის“ პერიოდში, შესაძლოა ინგლისში გადაბარგდეს, – იტყობინება „სქაი სპორტსი“ (Sky Sports).

31 წლის გერმანელით „ვულვზია“ დაინტერესებული. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ტურინელთა ახალი თავკაცი, მაურიციო სარი ხედირასთან მუშაობით არ არის დაინტერესებული.

2018/2019 წლების სეზონზე ნახევარმცველმა იუვენტუსის შემადგენლობაში 17 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.