„იუვენტუსს“ სამი ხედირას გაშვება სურს
„იუვენტუსს“ სამი ხედირას გაშვება სურს

ტურინის „იუვენტუსი“ ცდილობს კონტრაქტის ვადაზე ადრე შეწყვეტაზე მოელაპარაკოს ნახევარმცველ სამი ხედირას.

იტალიური პრესის ცნობით, კლუბში არ სურთ იმ ფეხბურთელის შენარჩუნება, რომელმაც მორიგი ტრავმა მიიღო და მიმდინარე სეზონში ცოტას თამაშობს.

მხარეებს შორის შეთანხმება 2021 წელს იწურება. გერმანელს სოლიდური ხელფასი აქვს – ექვსი მილიონი ევრო წელიწადში. ამიტომაც, „იუვენტუსისთვის“ ეკონომიკურად მომგებიანი იქნება 33 წლის ფეხბურთელთან ხელშეკრულების გაწყვეტა, მიუხედავად იმისა, რომ კლუბი შესაძლო ტრანსფერისთვის კომპენსაციას არ მიიღებს.

ხედირა „იუვენტუსში“ 2015 წლიდან თამაშობს. ამ გუნდში ის ოთხჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, ასევე სამჯერ მოიგო ქვეყნის თასი.

2019-20 წლების სეზონში ხედირამ 18 მატჩი ჩაატარა საკლუბო დონეზე და ერთი შედეგიანი პასი შეასრულა.

დატოვე კომენტარი