სამი ფინალის მოლოდინში
სამი ფინალის მოლოდინში

დღეს ევროპის სამ ქალქში – ანტვერპენში, მოსკოვსა და სტოკჰოლში მიმდინარე, ATP-ის 250-იანი სერიის ტურნირებზე, ფინალები გაიმართება.

მოსკოვში, კრემლის თასზე, ერთმანეთს ფინალში ფრანგი – ადრეან მანარინო და რუსი კარენ ხაჩანოვი დაუპირისპირდებიან.

ანტვერპენში ფინალი ძალიან საინტერესო უნდა გამოდგეს, სადაც ბრიტანელი – კაილ ედმუნდი, ფრანგ – გაელ მონფილსს შეხვდება. ედმუნდი ტურნირის პირველ ნომრად იყო განთესილი, ათეულში მყოფი ფრანგი კი – ბოლო პერიდში კარგი შედეგებით არ გამოირჩევა და ის მსოფლიო რეიტინგში 38-ე ჩოგბურთელია.

სტოკჰოლში, ფინალურ მატჩი გატჩში ერთმანეთს,  ბერძენი – სტეფანოს ციციპასი და  ლატვიელი – ერნესტ გულბისი შეხვედებია, რომელმაც ნახევარფინალში, ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი ამერიკელი – ჯონ ისნერი დაამარცხა.