ერევანში გამართულ მსოფლიო თასზე სამბოში საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
მსოფლიო თასის გამარჯვებული ელენე ქებაძე (+80 კგ) გახდა, ვერცხლი მინდია ლილუაშვილმა (71 კგ) მოიპოვა, ბრინჯაო კი მიშიკო ნოზაძემ (88კგ) და გიორგი ქავთარაძემ (+98კგ).