სალომე სამადაშვილი – ზურაბ ჯაფარიძეზე მეტ ხმას „პოლის ჯოხიც“ რომ დავაყენოთ, ისიც აიღებს
ზურაბ ჯაფარიძეზე მეტ ხმას „პოლის ჯოხიც“ რომ დავაყენოთ, ისიც აიღებს, – განუცხადა „რუსთავი 2“-ს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.
ამასთან, კითხვას – შესაძლებელია თუ არა, შეთავაზების შემთხვევაში, დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში თავად გახდეს მაჟორიტარობის კანდიდატი და შესაბამისად, ზურაბ ჯაფარიძის კონკურენტი, სამადაშვილი ასე პასუხობს:
„თუ გადაწყვეტილებას გადავხედავთ, ზოგადად „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს აქვს პრობლემა შესაბამისი კადრების მოძებნის.
სხვა პოლიტიკური პარტიებისა და ლიდერებისგან განსხვავებით, ჩვენ არ გვეშინია არც შეცდომის აღიარება და თუ შეცდომას ვუშვებთ, არც ჩვენი გადაწყვეტილების გადახედვა“, – განაცხადა სამადაშვილმა.